“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იმ სიმძიმის ტვირთი ვერ გამოდგა, რაც გიორგი გახარიას შეეძლო ეკისრა. მისივე თქმით, გუნდში აღნიშნულ თემაზე დიდი პოლემიკა და აზრთა დაპირისპირება არ ყოფილა.
“თავად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღსრულდეს. რასაკვირველია, აღმასრულებელ სტუქტურას აქვს აღსრულების პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს იმ სიმძიმის ტვირთი ვერ გამოდგა, რაც შეეძლო მას ეკისრა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ და იქვე დასძინა, რომ გიორგი გახარიას მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული საქმეები დასაფასებელია.