LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მხარდაჭერა შენ, მეგობარო – გახარიას წასვლის შემდეგ მმართველი პარტია მარტვილის საკრებულოს წევრმა დატოვა

334
გახ მარტვილ

მარტვილში საკრებულოს წევრმა ზურაბ ბიგვავამ უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა.

მისი თქმით „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ მიიღო.

„მინდა გამოვეხმაურო გიორგი გახარიას გადადგომას.
ამ რთულ მდგომარეობაში, გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ის გადადგა.

ამ გადადგომისკან მას უბიძგა იმ მდგომარეობამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში. წერტილი!!!

მე, ჩემი თანადგომა გამოვხატე 20 ივნისის ღამის შემდგომ გიორგისადმი და დღესაც ხმამაღლა ვიტყვი:
გიორგი გახარია არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სულით-ხორცამდე ქართველი კაცი. მან, თავისი ჭკვიანური და დროული ქმედებებით ბევრი ფორს-მაჟორული კრიზისი ააცილა ქვეყანას.

სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომა არის შედეგი 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული “დავით საგანელიძესეულ საკადრო “სამჭედლოზე” და “ნამდვილი, თუ არანამდვილი” პირების ზეობაზე.

მე, ვამაყობ გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის, ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად.
ჩემი მხარდაჭერა შენ, მეგობარო და ეს შემიძლია გამოვხატო ცოტა რამით:

მე, ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობას.
მჯერა, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალები, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქართველ ხალხთან ერთად ერის და ქვეყნის გასაერთიანებლად”, – წერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზურაბ ბიგვავა.

„ფორტუნა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ზურაბ ბიგვავამ ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქზე დაწერა, რომ  „ქართულ ოცნებას ტოვებდა და ოფიციალურად წასვლის შესახებ საკრებულოსთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ წასვლის შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები