LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ფლოტს განაახლებს

110

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ფლოტის განახლებაზე მუშაობს. სწორედ ამ მიზნით Wizz Air-მა AIRBUS-სთან მემორანდუმის გაფორმებაზე განაცხადა. თანამშრომლობის მემორანდუმი დამატებით 146 ”ეარბასის” ტიპის A320neo ( 72 A320neo და74 A321neo ) თვითმფრინავის შესყიდვას უკავშირდება.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, AIRBUS-ის გარკვეული ფასდაკლებების გათვალისწინებით, თვითმფრინავების საფასური 17.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ახალი თვითმფრინავებით მომარაგება 2022 წელს დაიწყება და 2025-2026 წლებისთვის დასრულდება.

როგორც Wizz Air-ში აცხადებენ, თანამშრომლობის მემორანდუმის გათვალისწინებით, მათ აქვთ უფლება, რომ კომპანიის სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით, A320neo თვითმფრინავები A321neo თვითმფრინავებით ჩაანაცვლონ, ან პირიქით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები