საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია „ოცნებიდანაც“ წავიდა.
„მე როგორც ვიცი, გიორგი გახარიამ პარტიაც დატოვა. რაც შეეხება სხვა წევრების პოზიციას, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთმანეთშიც არ გვილაპარაკია“. – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გახარიას თანამდებობის დატოვების თემის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, დღეს, 18 თებერვალს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.