LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, რიკოთის პროექტის დასრულების ვადამ ერთი წლით გადაიწია

153
201905181753191634219836

მაია ცქიტიშვილის თქმით, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც მზად იქნება.

„სამი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ბოლო, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთისა- 2023 წლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, პანდემიამ მაინც იმოქმედა პროექტზე, ვინაიდან მასზე მომუშავე ჩინური კომპანიების პერსონალის ჩამოსვლა იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი 2020 წლის დასაწყისშივე, ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციის გამო.

აქედან გამომდინარე, მოგვიწია გარკვეული ვადების ცვლილება და ნაცვლად 2021-2022 წლისა თარიღმა გადაიწია 2022-2023 წლებისთვის. თუმცა, ამ გზის მოწყობა და მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა,  რომელიც მზად იქნება. ასე რომ ჩვენ  გვექნება შესაძლებლობა ვიმგზავროთ რიკოთის განახლებული გზის მონაკვეთებით“, – განაცხადა რიკოთის მაგისტრალის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები