LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიურად 20 ათას პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ – შალვა ალავერდაშვილი

61
ipiccy-image

ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ, – ამის შესახებ ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთის კურორტების დაუყოვნებლივ გახსნა უკვე აუცილებლობაა, რომ რაღაც მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ მთის კურორტებმა.

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო, თურმე ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს არ გაიხსნებოდა მთის კურორტები. ამის ცოდნა მთლიანად კერძო სექტორს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ ადამიანებს ზედმეტი სესხები არ აეღოთ ბანკში ობიექტების რეგულაციების დაცვისთვის მოსამზადებლად. თურმე წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კერძო სექტორს არ აფრთხილებ და შემდეგ აყენებ ფაქტის წინაშე. დღესდღეობით, დღეში 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ“,-აღნიშნა შალავა ალავერდაშვილმა.

ცნობისთვის, 10 ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს. ბიზნესასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები