თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა ”ისწავლე და დასაქმდის” ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.
დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.
პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:
• ასაკი მინიმუმ 18 წელი;
• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზო განათლება;
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს – www.dasakmdi.ge