LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი ცნობით, ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ 87, 55% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ – 12,45%

115

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის, განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 87,55% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 12,45%.

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ არჩევანი 23.569 ამომრჩეველმა დააფიქსირა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის – 3 307-მა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 4 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები