LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: რეგულაციების გამო, ბიზნესის მასობრივად გაკოტრებას ადგილი არ აქვს

87
131153177-3616418738447759-1128058075628741071-o

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის და რეგულაციების გამო ბიზნესის მასობრივად გაკოტრებას ადგილი არ აქვს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამან ბიზნესის გაკოტრება გამოიწვიოს.

„2020 წლის გაზაფხულზე ძალიან მკაცრი “ლოქდაუნი” გვქონდა და ახლანდელი ვითარებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი დარგი იყო დახურული, რომელიც ნოემბერში არ დაგვიხურავს. ერთს მეორეს ვერ შევადარებთ. სწორედ იმიტომ, რომ ხელმეორედ სრულ “ლოქდაუნს” ეკონომიკა ვერ გაუძლებს, მივდივართ წერტილოვანი შეზღუდვებით. სრულ დახურვაზე სუბარი არ გვაქვს, ეს წარმოუდგენელია ჩვენთვის, ამიტომ წერტილოვნად ვრეაგირებთ. რაც შეეხება, გაკოტრდა თუ არა ბიზნესები პანდემიის გამო, ჯერჯერობით მასობრივად ეს არ ხდება, იმიტომ რომ ყველა ბიზნესი მაინც ელოდება გახსნას. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, გაუჭირდა ტურიზმის ინდუსტრიას, რომელსაც დიდხანს მოუწია შეზღუდვების ატანა. დანარჩენი ბიზნესი რეალურად ფუნქციონირებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, ნათია თურნავა ამბობს, რომ ამ სექტორებს მთავრობა დროულად აძლევს ჟანგბადის ჩასუნთქვის საშუალებას. „ტუროპერატორები იმედიანად ემზადებიან, რომ პირველი ვაქცინირებული ტურისტები შემოიყვანონ“, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები