Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვინც დღეს უწმინდურობას და უსამართლობას ემსახურება, უფლება არ აქვს იყოს სახარებისეული მამა: პეტრე ცაავა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც დღეს უწმინდურობას და უსამართლობას ემსახურება, უფლება არ აქვს იყოს სახარებისეული მამა: პეტრე ცაავა

72
მეუფე პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგებას გამოეხმაურა და მის საპასუხოდ განაცხადა, რომ  ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და ე.წ. საშიშროება არსებობს რომ ეს კერპი დაინგრეს.

“თუ უნდა დავიჯეროთ რომ ჩვენს პატრიარქს დღევანდელი დღესასწაულის მადლი შეეხო და ის გულწრფელად საუბრობს, მაშინ არ უნდა დავიწყნოდა დეკანოზი მამალაძე, რომელსაც 4 წელია ციხეში აწამებს  და სასიკვდილოდ გაიმეტა. გულმოწყალე პატრიარქი ჯერ საპყრობილიდან გამოიყვანს მის პირად პატიმარს და შემდეგ იფიქრებს თუ როგორ შეიძლება უძღები შვილის იგავის მამის მანტია მოისხას”.- განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

მისივე განცხადებით, ყველაფერი, რამაც  მეუფე პეტრეს ხმის ამაღლება და საჯაროდ მხილება განაპირობა,  გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი  ციხეში ჩასვეს. “ხოლო ვინც დღეს უწმინდურობას და უსამართლობას ემსახურება, ვინც უსამართლოდ და უკანონოდ სჯის ადამიანებს, არანაირი უფლება არ აქვს იყოს სახარებისეული მამა.”

“ის თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი, ასევე სინანულით, ჩემთან ერთად”. – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, დარწმუნებული ვარ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში: ილია II