შსს-ს თანამშრომლებმა ახალციხეში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.