ჟურნალ Forbes-ის ბიზნეს დაჯილოებაზე Forbes Woman-ის ნომინაციაში „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური ჟურნალის Forbes მეასე წლისთავისა და Forbes Georgia-ს მეასე გამოცემის აღსანიშნავ მიღებაზე გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: Forbes Woman, Forbes Property, Forbes Entrepreneur, Forbes Startup და Forbes Social Impact.
Forbes-ი გამოიცემა 20-ზე მეტ ენაზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში და 2011 წლის დეკემბრიდან – საქართველოში.
https://www.facebook.com/kat.katy.733/posts/10213283279827941?pnref=story