Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოჯახის ყველა წევრი დამნაშავეა იმაში, რომ ვერ აარიდეს ბავშვი ასეთ ფინალს: თამარ ივერი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის ყველა წევრი დამნაშავეა იმაში, რომ ვერ აარიდეს ბავშვი ასეთ ფინალს: თამარ ივერი

138
BeFunky-collage (11)

მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობას ეხმაურება.

როგორც ის წერს, უცხოეთში მომუშავე დედების შვილების მსგავსი შემთხვევები ხშირია.

“საქართველოში სიტყვები ბებია და ბაბუა ოდითგანვე დადებით შეგრძნებასთან და ემოციასთან ასოცირდება.

დღეს პირველად შემძრა უარყოფითი კუთხით იმ გარდაცვლილი ქობულეთელი გოგონას ვაი”ბაბუა”მ!! ამ უგულო მარაზმატიკის “წვლილიც” არის ამ საბრალო ბავშვის ასეთ დასასრულში….და საერთოდ, ყველა ოჯახის წევრი დამნაშავეა იმაში, რომ ვერ აარიდეს ბავშვი ასეთ ფინალს.

და უკვე მერამდენედ მესმის უცხოეთში მომუშავე დედების შვილების ასეთი ტრაგიკული დასასრულები. ეს კი ერთ დღეში არ ხდება და ყველა ასე უცხოეთიდან “სასწრაფოდ პანაშვიდზე ჩამოსული” დედა ერთხმად აცხადებს რომ თვეების მანძილზე ჰქონდა შვილთან კავშირი და იცოდა შვილის გაუსაძლისი სიტუაციის და პირობების შესახებ.

ალბათ მავანთ შორის უარყოფით რეაქციას გამოვიწვევ, მაგრამ მაინც ხმამაღლა ვიტყვი რომ :

ის დედა….ვისაც შვილი თვეების განმავლობაში უყვება მის გაუსაძლის ყოფაზე, გარშემომყოფების მხრიდან ძალადობაზე, დეპრესიულ მდგომარეობაზე და ისინი კვლავ განაგძობენ ვიღაცა მოხუცის თვეში 800 ევროდ მოვლას და შვილთან მაინც მხოლოდ ვიდეოზარებით შემოიფარგლებიან….ჩემში აბსოლუტურად არანაირ პატივისცემას და თანაგრძნობას არ იმსახურებენ და უფრო მეტიც….ისინი, მათი უმოქმედობით და არარეაგირებით შვილის ტრაგიკული სიკვდილის თანამონაწილენიც არიან!!!! ასე რომ აღარ არის საჭირო კამერების წინ მათი “Страсти -Мордасти”! წერტილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები