ქობულეთში 14 წლის მოზარდი, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, დღეს დაკრძალეს.
საქმეზე დაკავებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება 2 მუხლით ედავება, ერთი ეს არის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და მეორე თვითმკვლელობამდე მიყვანა.
გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა აცხადებს, რომ შვილიშვილმა თავის მოკვლით დანაშაული გამოისყიდა.
„მოიკლა თავი და მისი დანაშაული გამოისყიდა. ვსო, დამთავრდა“, – ამბობს ბაბუა, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი”.