ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის მალე განკვეთილი იქნება.
„მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით რა, მაგან გუშინ, საბოლოოდ, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე.
პირადად მე, ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვერც მაგის ხელშემწყობნი“. – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. დღეს, 12 თებერვალს განჩინების გამოცხადება იგეგმება.
ძალიან მიხარია, რომ სინოდის პოზიცია გამოვიცანი – მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციაზე
რატომ აშინებთ ამ ხალხს, არ გაიმეოროთ. ყოვლად უზნეო განცხადებაა – მეუფე ნიკოლოზი მედიას მიმართავს