LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 2020 წელს 3–ჯერ გაიზარდა

55
electromobile203245

2020 წელს ევროპაში გაყიდული ავტომობილების 10,5%–ს ელექტრო ძრავი აქვს, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3–ჯერ უფრო მეტია.  ამასთან, ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა 50%–იან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა. ასეთი მონაცემები ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციამ წლის შეჯამების შემდეგ გაავრცელა.

გასულ წელს ევროკომისიამ პირობა დადო რომ 2030 წლისთვის 30 ათასი ელექტრომობილისთვის საჭირო პირობებს შექმნის. ამისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა(პირველ რიგში დასამუხტი სადგურები) და ელექტრონული სისტემების უკეთ განვითარებაა საჭირო. ამასთან, ევროპული სახელმწიფოები ელ–ქარების მფლობელების გადასახადებს ამცირებენ და მათ წახალისებას ამ გზით ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ გეგმა 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაა და ამისთვის ტრანსპორტის ცვლილება აუცილებლია. ცოტა ხნის წინ ევროპამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მავნე გამონაბოლქვი 2030 წლისთვის 55%–ით უნდა შემცირდეს (შედარებით 1990 წელთან). რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები ბაზრიდან ნელ–ნელა უნდა გაქრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები