LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი კლინიკებს – მათ დენის ტარიფი არ დაუსუბსიდირდებათ

69
cxelebis-centri

კლინიკებს ელექტროენერგიის ტარიფი არ დაუსუბსიდირდებათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, სუბსიდირება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული კლინიკების მომსახურების ტარიფებს შეეხება.

„ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით კლინიკები წარმატებულად მუშაობენ. მათ აქვთ ყოველდღიური შეხვედრები. სუბსიდია გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ტარიფში და ელექტროენერგიისა და კომუნალური ხარჯების სუბსიდირება არ განხორციელდება”,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის გაზრდის გამო, კლინიკები გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნა იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვა და ინდექსაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები