24 წლის სუპერმოდელმა, ბელა ჰადიდიმ პოდიუმზე მსოფლიო ბრენდები არართხელ მოირგო. ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელადაა მიჩნეული. ამჯერად ბელამ ესპანური „ვოგის“ მარტის ნომერი დაამშვენა.
ვარსკვლავმა შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი „პრადას“ გრძელი პალტო და ტოპი მოირგო. ფოტოები ჰადიდიმ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. დანარჩენ ფოტოებში კი ბელა ჟივენშის კოსტიუმებით პოზირებს.