LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა, რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ახლაც, სრულ სასოწარკვეთაში, ვინ იცის” – სალომე ასათიანი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

257
salome-asatiani-newsw4335-2019-12-18-10-27-01-668640

ჟურნალისტი სალომე ასათიანი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 15 წლის გოგო გარდაცვლილი გუშინ, 10 თებერვალს იპოვეს. ბაბუა ამბობს, რომ ის წარსულში, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. თუმცა, დაკავებული ბიჭის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს და მოზარდზე ძალადობაში თავად გარდაცვლილის ბაბუას ადანაშაულებს.

სალომე ასათიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“განწირულმა, დაჩაგრულმა და ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა ბოლოს თავი უნდა მოიკლას, რომ ვინმემ ყური შეიბერტყოს მის ტრაგედიაზე. როგორც ლუკა სირაძის ამბავზე გვარწმუნებდნენ, ბიჭს დაკითხვებზე თმის ღერი არ ჩამოვარდნიაო – და მისი სიკვდილის ამბის გავრცელებიდან უცებ ხუთ წუთში დააკავეს გამომძიებელი, ამ ტრაგიკული პატარა გოგოს უბედურებაზეც იგივე მოხდა. სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა. მხოლოდ მისი სიკვდილის მერე დააკავეს ის კაცი. სახელმწიფო, რომელიც ასე სასტიკად გულგრილია ყველაზე დაუცველი პატარა ადამიანების მიმართ, სახელმწიფო არ არის.

რა სიმწარე გადაიტანა ობოლმა და გაჭირვებაში გაზრდილმა გოგომ, როგორ ტკიოდა და როგორი დამცირებული იყო, დახმარებას ითხოვდა და მაინც ასე გაწირეს. და მართლა ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში აი ასეთი მახინჯი მართლმსაჯულების სისტემაა და ამ დროს მთელი პოლიტიკური “სპექტრი” არაადეკვატურობის პიკზეა. პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე და ცალკეული პოლიტიკოსების ეგოების დევნაზე კი არა, აი ამაზე უნდა იქცეოდეს ქვეყანა სიბრაზით. რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ახლაც, ჩვენს გვერდით, სრულ სასოწარკვეთაში, ვინ იცის”.- წერს სალომე ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები