LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა: საუბარი შეეხო სალოტბარო სკოლებს

60
tea 4545

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

თეა წულუკიანი ოპერაში მივიდა

წულუკიანი დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ასევე, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ, „ბასიანის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ წკრიალაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.

„საუბარი ასევე შეეხო სალოტბარო სკოლებს, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს, არქივების გაციფრულებას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას და სხვა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი იუსტიციის მინისტრის კულტურის მინისტრად დანიშვნა გადაწყვეტილია.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნება: მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე გაიმართა

თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი, უჭკვიანესი ადამიანია: ელისო ბოლქვაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები