LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას ტანსაცმლის ხაზი FENTY იხურება – მომხმარებლისთვის ფასები მიუღებელი იყო

175
-116890554-fenty-rtr

მომღერალ რიანას საქმიანობა მოდის სამყაროში წარუმატებელი აღმოჩნდა. BBC-ის ინფორმაციით, LVMH ჯგუფის და ცნობილი მომღერალის 2 წლიანი თანამშრომლობა, Fenty–ს სამოსის წარმოების შეწყვეტით დასრულდა. თუმცა, ეს არ ეხება ქალის თეთრეულის ხაზს Savage X Fenty და კოსმეტიკურ ხაზებს: Fenty Beauty და Fenty Skin–ს.

მოდის ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიანას, როგორც მომღერალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ბრენდ Fenty-ს სამოსის ფასები მათი უმეტესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბრის თვის შემდეგ, Fenty-ს საზოგადოებისთვის ტანსაცმლის ახალი კოლექცია აღარ წარუდგენია.

ცნობისთვის, LVMH ჯგუფი მსოფლიოში ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: Louis Vuitton და Dior.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები