LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”Twitter”-მა დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამო აკრძალვა დაადასტურა

98
trumpa cumpa

იმ შემთხვევაშიც კი თუ, დონალდ ტრამპი კვლავ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს ან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, Twitter ბოლომდე შეინარჩუნებს მისი ანგარიშის სამუდამო აკრძალვას. ამის შესახებ, სოციალური ქსელის ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა CNBC – სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, Twitter-ის წესების მიმართ, რაც ძალადობისაკენ მოწოდების აკრძალვას შეეხება, მიმომხილველებიდან დაწყებული, სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული ყველასთვის თანაბარია.

ტრამპს Twitter-მა, Facebook-მა და Instagram-მა ანგარიშები ვაშინგტონში, მასობრივი არეულობების და კაპიტოლიუმის შენობაში მის მხარდამჭერთა შეჭრის გამო დაუბლოკეს.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა.

მასობრივი არეულობებისას კი ხუთი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სენატში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე ”ამბოხისკენ წაქეზებაში” და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც მოჰყვა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები