LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტიკურ დახლზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, თუ ამბობ, რომ გაყალბებულია, სად შედიხარ ” -“ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხარს არ უჭერენ

158
BeFunky-collage (1)

რომელი პარტიები დაუჭერენ მხარს ბუნებრივი ბარიერით პროცპორციულ საარჩევნო სისტემას – ამ თემაზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ლელოს” წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტის დარეგისტრირება, “ოცნების” მორიგი სატყუარაა.

“თუ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, სად შედიხარ ან რატომ. მომავლის კანონპროექტს მივიღებთ გაუყალბებელ პარლამენტში, მაგრამ ეს არის ოპოზიციასთან ერთად გასავლელი თემა, ვინაიდან ახლანდელი განცხადებაა “რესპუბლიკელების”. ამას ვეწინააღმდეგები, თუმცა საერთო შეთანხმების შემთხვევაში, მე ზოგადად, არ მივდივარ ხოლმე ოპოზიციის ერთობის წინააღმდეგ.

მე, პირადად, თაკო ჩარკვიანი, პარტია “კანონი და სამართალი” ყველა შემთხვევაში ვეწინააღმდეგები, გაყალებებულ პარლამენტში ამ სატუარათი შესვლას, ესეც შანტაჟის ნაწილია. არ შეიძლება ამის გამო შეყვე გამყალბებელს”. ამ დრომდე, ასე ვიცი, რომ “სტრატეგია აღმაშენებელს” არ უნდა არანაირ სატყუარათი პარლამენტში შესვლა”.- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში თაკო ჩარკვიანმა და დასძენს, რომ კრიზისიდან გამოსვლის გასაღები ხელისუფლების ხელშია.

პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას არ გადათქვამენ, მათ შორის, არც უბარიერო საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრისთვის, პარტია “ლელო საქართველოში”.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათ პარტიის პოზიცია უცვლელია და ხელისუფლებისგან პოლიტიკურ პასუხს ითხოვენ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

” ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. ბარიერის საკითხი კარგია, კონსულტაციები მისასალმებელია, მაგრამ ეს ის არ არის, რაზეც ჩვენ გვაქვს პროტესტი და არც ის, რაზეც გამყალბებელმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი, იმაზე რაც ჩაიდინა. ერთადერთი პირობა, რაზეც “ლელო” ილაპარაკებს ვადამდელი არჩევნების თარიღის ჩანიშვნაა. ერთჯერადად შესვლას კი არ ვაპირებთ, ჩვენ მოვიპოვებთ პარლამენტში შესვლას”.- განაცხადა ანი მიროტაძემ.

კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა ოპოზიციის ერთიანობა, მიროტაძე ასე პასუხობს:

“ოცნებას” კარგად აქვს გააზრებული, რას ნიშნავს საბოლოოდ მარტო დარჩენა. ამიტომ არ შეუწყვიტეს მანდატები და აქვთ იმედი, რომ ვინმე როგორღაც რაღაც ზეწოლებით შეიტყუონ პარლამენტში. მაქვს იმედი, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. არ ვაპირებთ სიყალბეში მონაწილეობის მიღებას და ასეთ პოლიტიკურ დახლზე ვაწრობას”.- აღნიშნა მიროტაძემ.

შეგახსნეებთ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

დღეს მოქმედი 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის 5 დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.