LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის შედეგად პენიტენციური დაწესებულება უკვე 189-მა მსჯავრდებულმა დატოვა

110
FORTUNA.GE- (4)

“ამნისტიის შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება უკვე 189 მსჯავრდებულმა დატოვა.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში მიმდინარე წლის 11 იანვარს შევიდა, მას შემდეგ პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა.

კანონი “ამნისტიის შესახებ” ძალაში შევიდა: ვინ და როდის ტოვებს საპატიმროებს

ვინ რა სასჯელის შემსუბუქებით დატოვა საპატიმროები, დეტალურ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს:

◼  170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან;

◼  53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო;

◼  33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა;

◼  ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა;

◼  აღსანიშნავია, რომ ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი);

◼  საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია;

◼  2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა;

4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა;

სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ გაგზავნილია 4055 პატიმრის საქმე.

“მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს.” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.