LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრე-მაშველებმა თერჯოლაში ბუნებრივი აირით დატვირთული ორი ავტმანქანა აფეთქებას გადაარჩინეს

90
FORTUNA.GE- (4)

თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ, ბუნებრივი აირით დატვირთულ ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ავტომანქანები აფეთქებას გადაარჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგა და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხეც.

 

 

“შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მეხანძრე-მაშველებს გაზგასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.