LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერმა სასმელი წყლის სისტემაში შეაღწია და ქიმიური ნივთიერების შერევა სცადა – აშშ დამნაშავეს ეძებს

102
FORTUNA.GE- (4)

აშშ-ში, ფლორიდას შტატში ჰაკერის თავდასხმა აღკვეთეს. თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი ციფრული თავდასხმა. საქმე ეხება კომპიუტერულ ჰაკერს, რომელიც ქალაქ ოლდმარის წყალმომარაგების მოწამვლას ცდილობდა.

ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჰაკერმა შეძლო წყლის სისტემაში შეღწევა და სცადა, წყალში ქიმიური ნივთიერება საშიში რაოდენობით გაეშვა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰაკერებმა წყლის გამწმენდ სისტემაში ნატრიუმის ჰიდროქსიდის დოზა გაზარდეს, თუმცა ცვლილება მალევე დააფიქსირა ოპერატორმა და მისი შემცველობა კვლავ შეამცირა.

როგორც ცნობილია, ნატრიუმის ჰიდროქსიდს მცირე რაოდენობით იყენებენ მჟავიანობის გასაკონტროლებლად, ის მარტივად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში, მისი მაღალი შემცველობა წყალში კი საფრთხისშემცველია და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს.

კიბერდამნაშავეები ჯერ არ გამოუვლენიათ. ამ დროისთვის, არც ის არის ცნობილი, საიდან განხორციელდა თავდასხმა, დამნაშავე აშშ-იყო, თუ მის ფარგლებს გარეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები