LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თბილისის საკრებულო სწავლას დაუფინანსებს

95
თბილისის საკრებულო

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტებს თბილისის საკრებულო სწავლას დაუფინანსებს. დაფინანსება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მაღალი ქულები ექნება.

საკითხი დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. პროექტისთვის თბილისის ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარია გამოყოფილი.

“ცვლილებები შევიდა სოციალური სტუდენტების დაფინანსების წესში. 70 000 ქულიდან გაიზარდა 150 000 ქულამდე და თუ ისინი წარმატებით ისწავლიან შესაბამის სემესტრებში მიიღებენ შესაბამის დაფინანსებას. ასევე მაგისტრატურის საფეხურზე თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები, რომლებსაც ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, ამის საფუძველზე მათ დაუფინანსდებათ ასევე სწავლის გადასახადი,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა.

დღესვე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური ინსპექციის ახალი ხელმძღვანელი უნდა დაამტკიცონ. დეპუტატებს სულ შვიდი საკითხი აქვთ განსახილველი.