“საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 3,84 პროცენტს შეადგენს, სწორედ ამან განაპირობა შეზღუდვების შემსუბუქება “,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ. მისი თქმით, შემსუბუქების პარალელურად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები.
“არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ და ამიტომ შემსუბუქდა შეზღუდვები, ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს. სტატისტიკა ყოველდღიურად მერყეობს 400-600 შემთხვევას შორის. ეს 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეგულაციებს დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ასეთ შემთხვევაში ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება.