LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9-დან 11 თებერვლის ჩათვლით, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

67
FORTUNA.GE-

მიმდინარე წლის 9, 10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვა უკავშირდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებს.

“დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია,”ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია” – საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად, ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება.” – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

?დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ორ ადგილას (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა კი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.