LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ლევან თარხნიშვილი სამინისტროების გაყოფის თემას ეხმაურება

112
ლევან თარხნიშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ლევან თარხნიშვილი, კულტურის სამინისტროს, განათლებისა და სპორტის სამინისტროსაგან გამოყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება.

მისივე თქმით, აღნიშნული სამინისტოების გაერთიანებით არაფერი შეცვლილა და ახლა, მათი კვლავ გამიჯვნა, არავითარ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ რომ “ქართული ოცნება”  აღნიშნულ სამინისტროში კონკრეტულ ადამიანებს დაასაქმებს.

„ეს ის შემთხვევაა, რასაც ჩვენ, ყველას სკოლაში გვასწავლიდნენ – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. არც შეერთებით არ შეცვლილა რამე, რადგან შეერთების ერთ-ერთი აზრი იყო ის, რომ უნდა გადასულიყვნენ მცირე მთავრობაზე, რაც არ მოხდა. ფაქტობრივად, დარჩა იგივე საშტატო ერთეულები, რაც იყო. საქმიანობით ისედაც არაფერს აკეთებდნენ და შეერთების შემდეგაც, დიდი არაფრით არ გამოირჩეოდნენ. ახლაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაყოფა ხდება იმის გამო, რომ კონკრეტული ადამიანები დასაქმდნენ და შესაბამისად, აქედანაც დიდ შედეგებს არ უნდა მოველოდეთ. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ხალხის გაჭირვებასა და ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე“. – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი, უჭკვიანესი ადამიანია: ელისო ბოლქვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები