Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ყველა ეს ინციდენტი, მკვლელობა და გატაცება აძლიერებს 2018 წლის სახელმწიფოთაშორის საჩივარს: გოჩა ლორთქიფანიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ეს ინციდენტი, მკვლელობა და გატაცება აძლიერებს 2018 წლის სახელმწიფოთაშორის საჩივარს: გოჩა ლორთქიფანიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ

59
FORTUNA.GE- (2)

“საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ადამიანის გატაცების ყველა შემთხვევა, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხდება რუსეთის ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2018 წლის ახალ, ყველაზე ბოლო საჩივარზე რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ამატებს.” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერი ინციდენტი, გატაცება და მკვლელობა 2018 წლის სახელმწიფოთაშორის საჩივარს აძლიერებს:

“ეს ის საქმეა, რომელიც ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე. შესაბამისად, ყველა ეს ინციდენტი, მკვლელობა და გატაცება აძლიერებს 2018 წლის სახელმწიფოთაშორის საჩივარს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საჩივრის ფარგლებშიც ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე გვქონდა სტრატეგია. სასამართლომ ადმინისტრაციული პრაქტიკა დაადგინა. დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონში ქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაცია ჩადის თუ მის მიერ კონტროლირებული სეპარატისტული დაჯგუფებები.” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები