ცნობილი ხდება, რომ ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებ მსახიობს, ალ პაჩინოს 90-იან წლების ყველაზე ცნობილ რომანტიკულ კომედიაში „ლამაზმანში“ მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ მსახიობმა თავად ისაუბრა ჟურნალ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ალ პაჩინომ დეტალურად გაიხსენა, როგორ გაიარა კასტინგი ფილმის გადაღებამდე, როგორ დაამტკიცეს ის როლზე და ბოლოს, როგორ თქვა პროექტზე უარი.
80 წლის მსახიობი იხსენებს, რომ სცენარის წაკითხვისთანავე მიხვდა, რომ ნამდვილი კინოჰიტი იქმნებოდა. ალ პაჩინო მბობს, რომ მოიხიბლა ჯულია რობერთსით რეპეტიციის დროს: „გარი მარშალს ვკითხე, სად იპოვა ეს არაჩვეულერივი გოგო. მივხვდი, რომ მისი ინსტიქტები იყო საუკეთესო“ – იხსენებს ალ პაჩინო.
მსახიობი არ ამბობს, რატომ თქვა უარი როლზე, თუმცა მალევე სცენარი რადიკალურად შეიცვალა და მთავარ როლზე რიჩარდ გირი დაამტკიცეს.