LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ტალიაშვილის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა

84
ტტალიაშვილი

ევროსაბჭოს ქვეყნებსა და მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა. ამის შესახებ განმარტება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე სარეზოლუციო ინიციატივის პრეზენტაციის წარადგენისას გააკეთა.

რეზოლუციის ინიციატივას თემაზე ”ახალგაზრდობა და მედია” კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

”თანამედროვე მედიაში პასიური როლიდან ახალგაზრდები წამყვანი აქტორების როლში გვევლინებიან. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას, და ამავდროულად აქტიურად თვითონ ქმნიან საინფორმაციო და კრეატიულ საინფორმაციო, მედია პროდუქტს.

პანდემიის პირობებში ახალგაზრდობამ თანამედროვე მედია ფიზიკური იზოლაციის უარყოფითი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისათვის კიდევ უფრო მეტად მიმართა – აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისათვის.

კვლევების თანახმად, გაიზარდა თანამედროვე მედიის ნეგატიური ზეგავლენაც ახალგაზრდებზე. ემოციური ძალადობის, რადიკალიზაციის, დისკრიმინაციისა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შემთხვევებისადმი ახალგაზრდები მოწყვლადი აღმოჩნდნენ. არაერთ ქვეყანაში ტელე-სკოლის მოდელები ამოქმედდა. საამაყოა, რომ საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი იყო”. – განაცხადა ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ ახალგაზრდების გამოწვევებისა და იდეების აქტიური წარმოჩენის კუთხით დადებითი ფუნქცია შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა კოვიდ პანდემიის გავლენა განათლებასა და კულტურაზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ასევე იმსჯელეს დღისწესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე სამეცნიერო კვლევითი პოლიტიკისა და გარემოს დაცვის ურთიერთქმედების შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები