სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის მოდის კვირეული დასრულდა, რომელმაც უამრავ უცხოელ სტუმარს, მათ შორის LBK Production-ის ჯგუფსაც უმასპინძლა. ჟურნალ vogue-ის უკრაინული გამოცემისთვის გაკეთებულ კოლექციაში ფოტოგრაფებმა კვირეულის ყველაზე მოდური სტუმრები აღბეჭდეს, რომელთაც სიამოვნებით წარმოადგინეს ადგილობრივი დიზაინერების მიერ შექმნილი და ცნობილი ბრენდების მოდელების ერთგვარი სინთეზი, რაც საკმაოდ ნოვატორული და საინტერესო აღმოჩნდა.