LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახის პლასტიკაზე მომართვიანობა გაზრდილია – სილამაზის აკადემია

18
lashaosefashvili20219

გადაცემის ლაივი LIVE

რას მოიცავს სახის პლასტიკა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ლაშა ოსეფაიშვილმა ისაუბრა.

სახის ოპერაცია მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, ესენია: სახის ლიფტინგი, ქუთოთოების პლასტიკა, ყელის დაჭიმვა, ნიკაპის გაზრდა და შემცირება და ა.შ. ესენია ყველაზე მეტად მოთხოვნადი ოპერაციები.

მოდით ვისაუბროთ სახის ლიფტინგზე…

ამ ოპერაციაზე ბოლო დროს მოთხოვნა გაიზარდა, ვინაიდან გაიზარდა პაციენტების ინფორმატიულობა ამ მიმართულებით. მომართვიანობა ხდება დაახლოებით 40 წლის ასაკიდან, ეს სწორედ ის პერიოდია, როცა კანის კუთხით ძირეული ცვლილებები იწყება. როგორც სხვა ნებისმიერი ოპერაციის წინ, კეთდება წინასაოპერაციო გამოკვლებები, სახის ოპერაციის ჩაყარევა არ შეიძლება გამოკვლებების გჰარეშე საოპერაციოდ გაყვანა.

ოპერაცია გრძელდება 2-3 საათი, ეს არის მაღალი სირთულის ოპერაცია და ქირურგის კუთხით მოითხოვს როგორც აკადემიური, ასევე ტექნიკური კუთხით მზადყოფნას.

რეაბილიტაციას რა დრო სჭირდება?

ვინაიდან საკმაოდ მოცულობითი ჩარევაა, აქტიური რეაბილიტაცია 2-3 კვირას მოიცავს, რიგ შემთხვევაში 1 თვემდე ხანგრძლივდება. არის რიგი რეკომენდაციები, რომელიც აუცილებელია, რომ პაციენტმა დაიცვას, სპეციალური ელასტიური ნახვევის ტარება, გადახვევებზე სიარული., შეიძლება იყოს შეშუპეპები, რომელიც მხოლოდ დროის საკითხია.

საკმაოდ რთული ზონაა ყელის მიდამო და ხელები, რამდენად შესაძლებელია პლასტიკური ჩარევა ამ მიდამოებზე?

რაც შეეხება ყელის მიდამოს, კანის კუთხით ერთ-ერთი პირველი მანიშნებელია, რომ ასაკობრივი ცვლილებები იწყება. აღნიშნული ჩარევა ცალკე იზოლირებულად არ კეთდება, ეს კეთდება სახის უბანთან ერთად.

ხელების კუთხით საკმაოდ შეზღუდულები ვართ. როგორც წესი ქირურგიული ჩარევა არ კეთდება, ვინაიდან ისეთი ზონაა, სადაც ნაწიბურებს ვერ დავმალავთ, ამიტომ სასურველია ჩატარდეს არაქირურგიული ჩარევა, მაგალითად ლაზერული თერაპია. შედეგი აქვს, თუმცა ბუნებრივია, ქირურგიული შედეგისგან გასხვავდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები