LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ გახელაძის ოჯახს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ აიყვანონ ადვოკატი რუსეთიდან – პაატა ზაქარეიშვილი

87
pjimage-1

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რუსეთის შეკერილ” საქმეს უწოდებს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

კონფლიქტოლოგმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქამდე უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ოსურ მხარესთან, თუმცა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ამას ქართული მხარე “პრინციპულად არ აკეთებს”.

“12 წელი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებია, იმიტომ რომ ასეთი დიდ სასჯელს იძლევიან საშინელ მკვლელობებზე და მსგავს ქმედებებზე. ხელისუფლებას აქამდე უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ოსურ მხარესთან რასაც პრინციპულად არ აკეთებს”, – აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი განცხადებით, არსებობს სხვადასხვა სახის ფორმა, რომლითაც შესაძლებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ზაქარეიშვილი სახელმწიფოს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნაკლები პოლიტიკური განცხადებებია საჭირო.

“სხვადასხვა ფორმა არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები.. სახელმწიფომ უნდა მისცეს გახელაძის ოჯახს საშუალება აიყვანონ ადვოკატი რუსეთიდან, იქ ყველა პუტინის ხალხი კი არ არის. მეტი აქტიურობაა საჭირო და ნაკლები პოლიტიკური განცხადებები.

იქ, ადგილზე, აპელაციაში უნდა დაეხმარო, რათა გახელაძემ შედარებით ნაკლები ვადა მიიღოს და მერე უკვე შეიძლება ლაპარაკი უდოზე ან შეწყალებაზე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, აღარც ძილი გვაქვს – ზაზა გახელაძის დედა

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: თეა ახვლედიანი

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს მკაცრი პოზიცია გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის: ზალკალიანი