LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრებს მართავს

86
კონსწანწინე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩევი ხელმძღვანელობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატები ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ “სერიოზულ მუშაობას” გეგმავენ.

“სერიოზული დელეგაციით ვართ ჩამოსული. ყველანი სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ვმუშაობთ”- ამის განაცხადა კოსაჩევმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ჩაიტანა, სადაც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზეა საუბარი. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის კონსტიტუციების ჰარმონიზება.

როგორც რუსი დეპუტატი აღნიშნავს, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის სპეციალური კომისია უკვე არსებობს, რომლის სხდომაც 2019 წელს გაიმართა. კოსაჩევის თქმით, აუცილებელია, რომ დე ფაქტო პარლამენტმა მუშაობა აღადგინოს, რათა კომისიებმა საქმიანობა გააგრძელონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები