LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზონის „ალექსას“ უკვე Covid ტესტის პოვნა ან თქვენი დილის „მინიონებით“ გაფუჭება შეუძლია

191
amazonalexa

ცოტა ხნის წინ „ამაზონმა“ თავის ხმოვან ასისტენტს Alexa რამდენიმე დამატებითი უნარი შესძინა, მათ შორის იყო სახლის ავტომატურად მართვის პროცესი. თუმცა ეს საკმარისი არ იყო და „ალექსა“ თანამედროვე მოთხოვნილებებსაც მოერგო –Covid-უნარები შეიძინა.

აქამდე Alexa–ს მაღვიძარა ტრადიციული ხმებისგან შედგებოდა, ამიერიდან კი მას მინიონის ხმა დაემატა. მწარმოებელი ფიქრობს, რომ მინიონი აუცილებელია იმისთვის, რომ დილით რაც შეიძლება უფრო ადვილად გაიღვიძოთ. თან თუ ცოტა გაბრაზებულიც იქნებით, ესეც არაუშავს. კლასიკის მოყვარულებისთვის კი ისეთი ხმები როგორიცაა “Peep Peep Peep”, “Banana” ან “Boing Boing Boing!” კვლავ ხელმისაწვდმი იქნება.

Alexa–ს სხვადასხვა ბრენდული ხმებიც დაემატა, ისეთი როგორიცაა „დისნეის“ ფილმები თუ „ჰარი პოტერი“. მათი დაყენება საკმაოდ მარტივად, მითითების მიცემით შეიძლება. მაგალითად ასე –  „ალექსა გამაღვიძე მინიონებით“.

ზოგიერთი ზარი უფასოა, ზოგის შესაძენად კი მინიმალური ღირებულების 1,99 დოლარის გადახდაა საჭირო. ხმების დასამატებლად შეგიძლიათ ისევ Alexa–ს მიმართოთ ან ეს თქვენით, Android–ის ან iOs–ის სისტემაში შესვლით გააკეთოთ.

რაც შეეხება ასისტენტის დამატებით უნარ–ჩვევებს, „ალექსა“ ცდილობს მაქსიმალურად სასარგებლო გახდეს, ამიტომ ის დაგეხმარებათ რომ იპოვოთ Covid– ტესტირების საიტი ან მიიღოთ ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. კითხვაზე „სად შეიძლება ტესტირება Covid-ზე?“ „ალექსა“ ჩამოგითვლით ყველა იმ ადგილს, რომელიც თქვენს სიახლოვეს მდებარეობს და კორონავირუსის ტესტის აღებას შეძლებთ.

თუკი ვაქცინის კვლევებს ეძებთ, მაშინ უნდა იკითხოთ Alexa იპოვე ვაქცინის კვლევები“. ასისტენტი ამ საკითხთან დაკავშირებითაც ყველა საჭირო ცნობას მოგაწვდით.

რა თქმა უნდა, ყველა ამ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშიც შეგიძლიათ, თუმცა „ამაზონის“ დახმარებით ეს პროცესი ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი შეიძლება იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები