LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატჩის დროს მესის აკოცეს და სელფი გადაიღეს

82

მატჩის დროს ერთმა გულშემატკივარმა მესის აკოცა, მეორემ კი სელფი გადაიღო.

ეს ამბავი წუხელ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოხდა. „ბარსელონა“ სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ ეთამაშა, ბერძენი ქომაგები კი მოედანზე ორჯერ უპრობლემოდ გადავიდნენ.

თამაშის დასაწყისში, როდესაც მესი კუთხურის ჩაწოდებას აპირებდა, მასთან ერთმა ფანმა მიირბინა, რომელიც არგენტინელს ჩაეხუტა და აკოცა.

მეორე ტაიმში მეორე გულშემატკივარიც მიცუნცულდა მესისთან და სელფი გადაიღო.

ორივე შემთხვევაში სტიუარდებმა ვერ შეუშალეს ხელი მაყურებელს, ხოლო თამაში ისე გაგრძელდა, ვითომც არაფერი მომხდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები