LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძულ სარდინიაზე ხელისუფლებამ მოსახლეობას COVID19-ით დაინფიცირება აუკრძალა

88
ორიფენი

უცნაური გადაწყვეტილება მიიღო იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, ქალაქ ონიფერის ხელისუფლებამ.

ქალაქის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსით დაინფიცირება ეკრძაება. ამის შესახებ იფორმაციას იტალიური გამოცემა La Nuova Sardegna წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ონიფერის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქი ექიმის გარეშე დარჩა, ხოლო, ახალი მედიკოსის ძებნის პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა.

„მოსახლეობას კატეგორიულად ეკრძალება კორონავირუსით დაინფიცირება, მკურნალობისა და მედიკამენტების მოთხოვნა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გამოცემის ცნობით, სარდინიაზე, პანდემიის დაწყებიდან COVID19-ის 38 731 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 994 ადამიანი იმსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები