ყირგიზეთის მეხუთე პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გახდა.
„აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბნიდან მონაცემები მიღებული და დათვლილია, ყველა საჩივრის და განცხადების განხილვა დასრულებულია,“ – აღნიშნეს ყირგიზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 15 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების დაახლოებით 55% მიიღო. მეორე ადგილზე ხმათა 33%-ით საპარლამენტრო ფრაქცია „რესპუბლიკა-სამშობლოს“ ლიდერი, ომურბეკ ბაბანოვი, გავიდა. დანარჩენი კანდიდატები ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, ოფიციალური ინაუგურაცია 30 დღეში გაიმართება.