LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ Audi A4, რომელიც შეხებისას ფერს იცვლის

92
audia4colorchange

Youtube–არხის DipYourCar–ის ბლოგერებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც თერმომგრძნობიარე საღებავის შესაძლებლობებია ნაჩვენები. საღებავი ტემპერატურის მცირე ცვლილებაზეც  კი რეაგირებს და ხელის შეხებისას მაშინვე ფერს იცვლის. საღებავის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის ბლოგერებმა Audi A4 გამოიყენეს.

როგორც წესი, ასეთი საღებავი mood rings ანუ განწყობის ბეჭდების შესაქმნელად გამოიყენება და ის აშშ–ში გასული საუკუნის 70–იან წლებში გაჩნდა. საღებავი თერმო ნაწილაკების დახმარებით ფერს იცვლის და ეს ცვლილება სხეულის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. განსხვავებით სხვა მსგავსი პიგმენტებისა, ეს საღებავი სუპერ მგრძნობიარეა და ტემპერატურის 3–4 გრადუსიან ცვლილებასაც კი აღიქვამს, გარდა ამისა უფრო მრავალფეროვანი ფერთა გამა აქვს.

სასურველი შედეგის მისაღებად ბლოგერებმა Audi A4–ს საღებავის 8 ფენა წაუსვეს და თითოეულის გაშრობას კარგა ხანი ელოდნენ. შედეგად „აუდიმ“ ფერი ავტოფარეხის დატოვებისთანავე შეიცვლა, ანუ მაშინვე როგორც კი მასზე მზის შუქი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის დროს მუქი ნაცრისფერი შეფერილობა მუდმივად ახლდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები