LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი 700 ევროიან პაკეტს განვიხილავთ, წელს ის 700-800 ლარით მეტი დაგვიჯდება“ – უცხოეთში დასვენება გაგვიძვირდა

92
Intrepid-Travel-Egypt-Cairo-pyramids-sphinx-043

„თუკი 2019 წლის ზაფხულში ქართველ დამსვენებელს შეეძლო და პირობითად თურქეთში, ან ეგვიპტეში იხდიდა 600 დოლარს, ეს ხარჯი დღეს რეალურად გაზრდილია 4-5-ჯერ, ამიტომაც, ჯერჯერობით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ზაფხულის შვებულების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატარებაზე მოთხოვნა არ ფიქსირდება”, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ტურისტული კომპანია “ვოიაჟერ 365”-ის გენერალურმა მენეჯერმა, გოგა ქუცნიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანებს აღარ აქვთ საზღვარგარეთ დასვენების საშუალება, რასაც ემატება ცალკე ლარის კურსის გაფასურება. „თუკი პირობითად 700 ევროიან პაკეტს განვიხილავთ, წელს ის 700-800 ლარით მეტი დაგვიჯდება, ვიდრე – შარშან“, – აღნიშნა “ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა.

როგორც გოგა ქუცნიაშვილმა აღნიშნა, რეგულარულ რეისებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან გასვლა ან პირიქით – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, ყველას შეუძლია.

შეგახსენებთ, დღეიდან, ანუ 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები