ტელეკომპანია Doordarshan-ის ინფორმაციით, ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა. შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 16 მძიმედ დაშავდა. ავტობუსი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მიემგზავრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. ავარიის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა.