LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

106

საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუატიეში მოხდა.

გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობრები ყვებიან, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენებამ მანქანაში მოუწია.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილი 15 ქართველი მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებს. მათი თქმით, მამაკაცის ავადმყოფობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო.

მათივე მტკიცებით, ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი თავშესაფარში მყოფ ადამიანებს მკაცრად ექცეოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები