ბარსელონაში ათასობით მოქალაქე კატალონიის მთავრობის სახლთან შეიკრიბა და დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის მიღება იზეიმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა დაახლოებით 70 000 ადამიანმა მიიღო.
მათ ხელში კატალონიურ ენაზე დაწერილი ბანერები ეჭირათ, რომელსაც „თავისუფლება“ , „დამოუკიდებლობა კატალონიას“ და სხვა პატრიოტული ლოზუნგები ეწერა.
როგორც ცნობილია, კატალონიის პარლამენტმა დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაციას მხარი დაუჭირა. საპასუხოდ კი ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა.