LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რესტორნები პროტესტის ნიშნად მუშაობას და გატანის სერვისს წყვეტენ

120
ხინკალი-ნიკალა-800x445

თბილისის ათობით რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, 24 საათით მუშაობას შეწყვეტს. აღნიშნულის შესახებ რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ. მათივე ცნობით, ერთი დღით უარს ამბობენ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, სიაში ასზე მეტი რესტორანია, ვინც პროსტესტს გამოხატავს, თუმცა ეს სია განახლებადია და იმ რესტორნების რიცხვი, რომელიც ხვალ მუშაობას შეაჩერებს, მუდმივად იზრდება.

„ლოქდაუნის გამო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს, და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე! 15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ“, – აცხადებენ რესტორატორთა ასოციაციაში.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან თბილისში იხსნება სავაჭრო ცენტრები, ხოლო რესტორნებზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები