დანია ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობით ევროპაში უპირობო ლიდერი აღმოჩნდა. ამ ქვეყანაში მოძრავი ავტობუსების 78% ელექტრონულია და გარემოს საერთოდ არ აზიანებს. მეორე ადგილს ლუქსემბურგი იკავებს და მის შემთხვევაში ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 67% მიეკუთვნება. ლიდერთა სამეულს 66%–იანი მაჩვენებლით ნიდერლანდები ასრულებს.
ასეთი დასკვნა ევროპის ეკოლოგიის კვლევის ევროპულმა სააგენტომ HKO Transport and Environment გამოაქვეყნა. ექსპერტებმა ევროპის 16 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია შეისწავლეს.
ზოგადად ევროპულ ქვეყნებში, ავტობუსების 10% ელექტროენერგიაზე მუშაობს, 7% კი – ჰიბრიდია, ანუ დიზელსა და ელექტროენერგიას მოიხმარს.
აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს ანუ 2020 წელს ირლანდიასა და ავსტრიაში ეკოლოგიური ტრანსპორტი საერთოდ ვერ დააფიქსირეს და ამ ქვეყნებში ავტობუსების 90% დიზელზე მუშაობს. ორივე სახელმწიფოში ე.წ. „მწვანე“ ავტობუსებიც არის, ოღონდ ისეთი რომელიც „მწვანე დიზელზე“ ან ბიოგაზზე მუშაობს. თუმცა, ასეთი საწვავის დაწვის შემდეგ გარემოში მავნე გამონაბოლქვი მაინც გამოიყოფა, მცირე რაოდენობით თუმცა გარემოს ზიანი ადგება.
სპეციალისტების შეფასებით ევროპაში სიტუაცია მუდმივად იცვლება და ქვეყნები ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევენ. ევროკავშირმა აამოქმედა პროგრამა Celan Buses Platform, რომელიც სხვადასხვა ქალაქებს ელექტროავტობუსების შეძენას დაუფინანსებს. პირველი სიაში საფრნაგეთია და მას შემდეგ სხვა ევროპული ქვეყნები მოყვება.
გარდა ამისა, არსებობს ნაკლებად მასშტაბური ინიციატივებიც, მაგალითად ბერლინში 2030 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ელექტრო უნდა გახდეს, უნგრეთში კი იმავე ვადებში ქვეყანაში მოძრავი ტრანსპორტის 50%–ის „გამწვანება“ იგეგმება.