ტვიტერი” რუსული მედიასაშუალებების “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს. ამის შესახებ “Business Insider”- ი წერს.
“ტვიტერმა” გადაწყვიტა “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის საკუთრებაში მყოფი პროფილებიდან რეკლამა დაბლოკოს. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
“ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ჩავატარეთ და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “Russia Today” და “Sputnik”-ი რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ”, – აღნიშნავენ კომპანიაში.
განცხადებას რუსეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოხმაურება მოჰყვა. სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს.