LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმში ბაბუშერას აეროპორტის ამუშავებას აპირებენ

148
54560ebfd33ec3fc66666e4dac12604b-XL

აფხაზეთში სოხუმის ვლ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, იგივე ბაბუშერას აეროპორტის ამუშავებას გეგმავენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ აეროპორტი 2024 წლისთვის ამოქმედდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოხუმის აეროპორტი მუშაობას შეუდგეს. ის მუშაობას დაიწყებს არაუგვიანეს 2024 წლისა. რუსეთიდან სპეციალისტები და პოტენციური ინვესტორები უკვე რამდენჯერმე ჩამოვიდნენ სოხუმში. ეს პროექტი დაიწყება და ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, – აღნიშნა ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული დე ფაქტო აფხაზეთის ამჟამინდელი „მთავრობის ბედი“. „ეს ჩვენს მიერ გაცემული პირობაა და თუ ის ვერ შევასრულეთ, კაბინეტებში არაფერი გვესაქმება“ – დასძინა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, აეროპორტი მდებარეობს სოხუმიდან 18 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში, თუმცა ICAO-ს გადაწყვეტილებით, ის არ ფუნქციონირებს 1992-1993 წლებში საომარი მოქმედებებიდან მოყოლებული.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, ასლან ბჟანიას თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მუშაობს, დაკავშირებულია გაზიფიკაციასთან. „ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რესპუბლიკის მაცხოვრებლები უზრუნველყოფილნი იქნებან ბუნებრივი აირით, რამდენიმე ასეული ადამიანი კი სამუშაოს მიიღებს“, – აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები